Laboratory Practicum in Food Products Technology

View at publisher
Authors: Lali Elanidze
Cited by: 0

Abstract

სახელმძღვანელო „ლაბორატორიული სამუშაოს პრაქტიკუმი კვების პროდუქტების ტექნოლოგიაში“ განკუთვნილია სურსათის ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის და ასევე, წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. ლაბორატორიული მეცადინეობა სწავლის პროცესის არსებითი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს სენსორული შეფასების, ფიზიკურ-ქიმიური ანალიზისა და კვლევითი უნარების განვითარებას. პრაქტიკული სამუშაოები ქიმიურ ლაბორატორიაში, ლაბორანტის დახმარებით, სპეციალური მეთოდური მითითებების შესაბამისად ტარდება. ლაბორატორიული საქმიანობა ხელს უწყობს ექსპერიმენტული მიდგომის ჩამოყალიბებას, რაც მოიცავს ექსპერიმენტის დაგეგმვასა და ჩატარებას, ლაბორატორიული მოწყობილობების სწორად გამოყენებას, გაზომვებისა და დაკვირვებების ჩატარებას, მიღებული მონაცემების ანალიზს და მათი შედეგების ცხრილების, სქემებისა და გრაფიკების სახით წარმოდგენას. აღნიშნული უნარ-ჩვევების განვითარება უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და მის ეფექტიან გამოყენებას პრაქტიკაში. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ლაბორატორიული სამუშაოები, რომლებიც მოიცავს სხავდასხვა კვების პროდუქტის – რძისა და რძის ნაწარმის, მარცვლეულისა და ფქვილის, პურის, ეთერ-ზეთების, ბრენდის, ლიქიორის, ღვინისა და ღვინომასალის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების, ხორცისა და ხორცპროდუქტების ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის მეთოდებს. თითოეული დავალება მიზნად ისახავს პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას და სტუდენტების მზადყოფნის ამაღლებას თანამედროვე ტექნოლოგიური ანალიზისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების შესაბამისად. ვიმედოვნებთ, რომ წარმოდგენილი ლაბორატორიული სამუშაოს პრაქტიკუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და ლაბორატორიულ საქმიანობაში მათ დამოუკიდებელ, გააზრებულ ჩართულობას. წიგნის ღირებულებაა 20 ლარი შესაძენად დაგვიკავშირდით ასოციაციას: info@4science.ge

Fields of Study & Subjects

Advanced Scientific Research Methods Food Nutrient Composition and Product Development Experimental Learning in Engineering

Publication details

Publication date
9 March 2026
Language
KA
Document type
Book