“THEORETICAL ASPECTS OF LABOUR MIGRATION (A Comparative Analysis of Classical and Contemporary Approaches)”
Abstract
შრომითი მიგრაცია თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკისა და საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ პროცესს წარმოადგენს. გლობალიზაციის, ეკონომიკური უთანასწორობის, ტექნოლოგიური განვითარებისა და შრომის ბაზრების ტრანსფორმაციის პირობებში, შრომითი მიგრაცია სულ უფრო მასშტაბურ, დინამიკურ და მრავალმხრივ ხასიათს იძენს. როგორც გამგზავნი, ისე მიმღები ქვეყნები მიგრაციის პროცესის შედეგად განიცდიან მნიშვნელოვან დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს, რაც ამ ფენომენის მეცნიერულ ანალიზს განსაკუთრებულ აქტუალობას სძენს. შრომითი მიგრაციის კვლევა ვერ შემოიფარგლება ერთი თეორიული მიდგომით. სხვადასხვა ეპოქაში ჩამოყალიბებული თეორიები განსხვავებულად განმარტავენ მიგრაციის მიზეზებს, მექანიზმებსა და შედეგებს. დაწყებული რავენშტეინის „მიზიდვა-განზიდვის“ (Push-Pull) პრიმიტიული მოდელიდან, შემდგომი ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია და შრომის ბაზრის დუალიზმის თეორია მიგრანტს განიხილავენ, როგორც რაციონალურ „Homo Economicus-ს“, რომელიც გადაწყვეტილებას ხარჯებისა და სარგებლის გათვლის საფუძველზე იღებს. თუმცა, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით მიგრაციის ახსნა არასაკმარისია. სტატიაში კრიტიკულადაა გაანალიზებული კლასიკური თეორიების ის ნაკლოვანებები, რომლებიც ვერ ხსნიან ე.წ „უძრაობის პარადოქსს“ ან მიგრაციის გაგრძელებას ეკონომიკური მიზეზების ამოწურვის შემდეგ. ამ ხარვეზების შესავსებად, ნაშრომი გვთავაზობს უახლესი პარადიგმების — მიგრაციის ახალი ეკონომიკური თეორიის (NELM), სოციალური კაპიტალის, ტრანსნაციონალიზმისა და მიგრაციული სისტემების — სინთეზს. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო, შრომითი მიგრაციის ანალიზი საჭიროებს კომპლექსურ და კრიტიკულ მიდგომას. ნაშრომის მიზანია შრომითი მიგრაციის ძირითადი თეორიების სისტემატიზაცია, მათი შედარებითი ანალიზი და ძლიერი თუ სუსტი მხარეების გამოვლენა. ნაშრომი ეყრდნობა საერთაშორისო აკადემიურ ლიტერატურას და მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციის პროცესის მრავალგანზომილებიანი ბუნების წარმოჩენას.
Fields of Study & Subjects
Regional Socio-Economic Development Trends
Diaspora
migration
transnational identity
Migration
Aging
and Tourism Studies
Publication details
- Journal / source
- Georgian Academy of Business Sciences "Moambe"
- Publisher
- Association For Science (Publications)
- Publication date
- 26 June 2026