Two Neighboring Countries and Their Shared Eternal Values (Tamar Parchukıdze’s Poem Double Prayer)

Read full text
Authors: Sudan ALTUN
Cited by: 0

Abstract

თურქეთი და საქართველო ორი მეზობელი ქვეყანაა დიდი ხნის ისტორიითა და მუდმივი ურთიერთკავშირით, თუმცა ეს კავშირი არ იფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებით; მან ღრმა კვალი აღბეჭდა კულტურის სფეროშიც, როგორიცაა: ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა და რელიგია. მე-19 საუკუნის ბოლოდან საქართველო, რომელიც წარმოადგენდა ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის სასაზღვრო რეგიონს, იქცა თურქეთის მნიშვნელოვან კულტურულ ხიდად და მაკავშირებლად. თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კულტურული, ისტორიული და რელიგიური ურთიერთობა ლიტერატურულ ჩარჩოებში ფოკუსირებულია ქართველი პოეტის თამარ ფარჩუკიძის ლექსში „ორგვარი ლოცვა”. გარდა იმისა, რომ ლექსი ასახავს ლოცვის რიტუალების წყალობით მშვიდ ცხოვრებას სამყაროში, სადაც ქრისტიანობა და ისლამი თანაარსებობენ, ის, ასევე, ხაზს უსვამს საერთო ისტორიულ მეხსიერებას, საერთო სივრცეებსა და რელიგიურ სიმბოლოებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ისეთი მნიშვნელოვანი ადგილების, როგორიცაა: ნარიყალა, თბილისი, მექა და იერუსალიმი, პოეტური მნიშვნელობის მატარებელ სიმბოლოებად გამოყენება ცხადყოფს, რომ გეოგრაფიული არეალი და კულტურათაშორისი დიალოგი პოეტურ გამოხატულებად იქცა. ქრისტიანობისა და ისლამის რელიგიური სიმბოლიკა, ორი სარწმუნოების ურთიერთობა ნათლად იკვეთება ამ ლექსში. ქრისტიანული და მუსლიმური რიტუალები ერთად არის მოხსენიებული. მეჩეთისა და ეკლესიის ერთმანეთთან შეხამება, ლოცვისა და ეზანის ხმა ლექსს აქცევს კულტურულ მოზაიკად: თამარ ფარჩუკიძის ლექსი „ორგვარი ლოცვა” სცდება მხოლოდ ინდივიდუალური ლოცვისა თუ რელიგიური ტექსტის საზღვრებს და ხდება პოეტური გამოხატულება თურქეთსა და საქართველოს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული კულტურული კავშირებისა. გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა რწმენის სისტემას – ქრისტიანობასა და ისლამს შეუძლია მშვიდობიანად თანაარსებობა. თამარ ფარჩუკიძის პოეზია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ლიტერატურას შეუძლია გასცდეს პოლიტიკურ საზღვრებს და აშენოს ემოციური ხიდები ადამიანებს შორის.

Fields of Study & Subjects

Comparative and World Literature Turkish Literature and Culture European Cultural and National Identity

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026