Adjara in Ivane Gomarteli’s Publicistic Letters(Based on Materials from the Monastery of Istanbul)
Abstract
წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ივანე გომართელის მოგზაურობას აჭარაში. ის ამ კუთხეში მოგზაურობდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. მან მოინახულა როგორც ზემო აჭარის სოფლები, ასევე, ქვემო აჭარა. თავისი შთაბეჭდილებები, მოსაზრებები წერილების სახით გამოაქვეყნა გაზეთ „ალიონში“ სათაურით „აჭარა და აჭარლები“ (წერილი I – 1917, №64; წერილი II – 1917, №65; წერილი III – 1917, №67; წერილი IV – 1917, №68); განხილული მასალები დღემდეა დაცული სტამბოლის ქართულ კათოლიკურ სავანეში,თურქეთის რესპუბლიკაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფოუნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო გუნდის –როინ მალაყმაძის, შუშანა ფუტკარაძისა და ელზა ფუტკარაძის ძალისხმევითზემოთ აღნიშნული წერილები შეტანილია წიგნში „წერილები სტამბოლისქართული სავანიდან“, ტომი III, 2024.სტატია ეხება იმ ეპოქის ისტორიულ გამოძახილს, როცა აჭარაუკვე დედასაქართველოს შემადგენლობაშია. შემოერთებულ კუთხესსტუმრობდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, რომელთაცგანსაკუთრებული წვლილი შემოჰქონდათ ამ კუთხის აღორძინებისსაქმეში. ამ მხრივ ყურადსაღებია ერთ-ერთი საზოგადო მოღვაწის – ივანეგომართელის მოგზაურობა აჭარაში.ივანე გომართელმა აჭარა მე-20 საუკუნის დასაწყისში მოინახულა.დეტალურად იმსჯელა ადგილობრივთა პრობლემებსა და მათი გადაჭრისგზებზე. ის წერილის დასაწყისში საუბრობს ამ კუთხის ისტორიულწარსულზე. აქცენტს აკეთებს აჭარის სტრატეგიულ მდებარეობაზე, მისროლსა და მნიშვნელობაზე. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ყველაზემნიშვნელოვან საკითხზე, ,,აჭარლების ნამდვილი დედა-ენა, რომელიცდაცულია როგორც ოჯახში, ისე ოჯახს გარეთ, არის ქართული“. ასევე,პუბლიცისტი ხაზგასმით აღნიშნავს და სვამს საკითხს: „სამაჰმადიანოსაქართველოს აღდგენას და ეროვნულად გათვიცნობიერებასთან მჭიდროდარის შეკავშირებული ქართველი ერის მთელი მომავალი. ივანე გომართელიაღნიშნულ წერილებში ეხება ამ კუთხის სოციალურ-ეკონომიკურმდგომარეობასაც; მსჯელობს კუთხის საჭირბოროტო საკითხებზე, თუროგორ და რითი შეიძლება ამ კუთხის, სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს,გაძლიერება; ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ დანიშნულებას; საუბრობსაჭარის მერმისზე.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარა ივანე გომართელისპუბლიცისტურ წერილებში „სამოთხედაა“ წარმოდგენილი. ის პირველადსტუმრობდა ხავერდოვან აჭარას და მისი ემოციებიც შესაბამისია. ავტორიგულუხვად იყენებს ტროპის სახეებს: მეტაფორას, შედარებას ეპითეტებსდა ა.შ. ამდენად, წარმოდგენილი მასალა ღირებულია შინაარსითა დაწერილებში წარმოდგენილი დეტალებით.
Fields of Study & Subjects
Travel Writing and Literature
Autobiographical and Biographical Writing
Soviet and Russian History
Publication details
- Journal / source
- Kartvelian Heritage
- Publication date
- 29 January 2026