Turkish Sports Vocabulary in Modern Georgian Language

View at publisher
Authors: Vaja Danelia
Cited by: 0

Abstract

ქართული ენა, როგორც კულტურული და ისტორიული კონტაქტების მდიდარი სისტემის მატარებელი, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ენის ლექსიკურ ერთეულებს სესხულობდა და გარდაქმნიდა. ერთ-ერთი თვალსაჩინო სფერო, სადაც ეს პროცესი ნათლად ჩანს, არის სპორტი და მასთან დაკავშირებული სიტყვები. განსაკუთრებული ინტერესის საგანია იმ თურქული წარმოშობის სასპორტო ტერმინების კვლევა, რომლებიც ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში შემოვიდა ქართულ მეტყველებაში და ქართულ კულტურულ-ენობრივ სისტემაში დამკვიდრდა. წარმოდგენილი სტატიის მიზანია ამ სიტყვების ქართული ენის ლექსიკურ სისტემაში ინტეგრაციის ისტორიული მექანიზმების ანალიზი. ეს საშუალებას იძლევა, შევაფასოთ ქართულ ენაზე მათი გავლენა როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვე გამოყენების თვალსაზრისით, რადგან ამ ლექსიკის გავრცელება ერთდროულად ასახავს რეგიონულ კავშირებსა და ენობრივ დინამიკას. ეს კი ჩვენს თემას აქტუალურ ლინგვისტურ საკითხად აქცევს. ამჯერად ნაშრომში ყურადღება დაეთმობა ისეთ გავრცელებულ ტერმინებს, როგორებიცაა: თამაშობა, ვარჯიში, თულიხჩი, მოედანი და ჩოხა. ისინი დიდი ხანია, აქტიურად გამოიყენება სპორტსმენების, მწვრთნელების, ქომაგების, სპორტის ჟურნალისტებისა თუ კომენტატორების მეტყველებაში. კვლევის მნიშვნელობა განპირობებულია იმითაც, რომ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სფეროა ენობრივი ინოვაციების თვალსაზრისით. მეთოდოლოგიურად, ნაშრომი დაეფუძნა შედარებით ანალიზს, ასევე, ისტორიული წყაროებისა და ლექსიკოგრაფიული მასალის გამოყენებას. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნული ტერმინები მეტწილად უკვე ლექსიკალიზებულია ქართულში, ხშირად ფონეტიკურად ადაპტირებული ფორმით, ხოლო გრამატიკული კუთხით ექვემდებარება ქართული ენის წესებს – იღებენ შესაბამისი ბრუნვის ფორმას. ყოველივე ეს კი ნათლად აჩვენებს ენის ადაპტაციის მექანიზმების მოქნილობასა და, ამავდროულად, ახლო კულტურულ-სოციალური გარემოდან შემოსული ლექსიკის მიმართ ქართული ენის მიმღებლობას.

Fields of Study & Subjects

Linguistics Language Diversity and Identity Linguistics and Cultural Studies linguistics and terminology studies

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026