Georgians in Turkey in the book of articles, letters and essays by Prof. Tariel Putkaradze "lots of Things Together"

Read full text
Authors: Iamze Vashakidze
Cited by: 0

Abstract

სტატიაში წარმოდგენილია პროფ. ტარიელ ფუტკარაძის პოზიცია ისტორიული ტაო-კლარჯეთის მკვიდრ მოსახლეობასა და მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად თურქეთში გადახვეწილ მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე მისი სტატიების, წერილებისა და ესეების წიგნში („ბევრი რამ ერთად“) თავმოყრილი მასალების მიხედვით. წერილების ავტორი: თურქულენოვანი გავლენის ველში მოქცეული ქართველობის „გარდაუვალი ასიმილაციისგან გადარჩენას“ შესაძლებლად მიიჩნევს დედაენის ცოდნის შემთხვევაში, რაც მოიაზრებს როგორც ქართული სამწიგნობრო ენის შესწავლას, ისე თურქეთელ ქართველთა „კუთხური მეტყველებების შენარჩუნებას“; სწორედ ამას ისახავდა მიზნად პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით ისტორიულ ტაო-კლარჯეთში განხორციელებული დიალექტოლოგიური ექსპედიციები. თურქეთის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდენტობის შენარჩუნებაში თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის სახელმწიფოს; ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო თურქეთის ხელისუფლების კანონი ქართული ენის შესწავლის ნებადართულობის შესახებ, ასევე, ზრუნვა ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების აღდგენისათვის, რაც განაპირობა როგორც „გააქტიურებულმა ტურისტულმა ინტერესებმა“, ასევე, თურქეთის ქართველებისა და სამეცნიერო წრეების დაინტერესებამ ამ ძეგლებით; სწორი განათლებისა და ობიექტური კვლევების შედეგების მისაწვდომობაში ხედავს ავტოქთონი უმცირესობების ენობრივ-ეთნიკური მეობის გადარჩენის საფუძველს, რომ თურქი და ქართველი კოლეგები, „ერთობლივად ზიარ ჭურჭელს უნდა ქმნიდნენ“ ქართული კულტურისა და იდენტობის გადარჩენისათვის; ყურადღებას ამახვილებას იმაზე, რაც საერთო გვაქვს ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს: სისხლი, ისტორიული მეხსიერება, მიწა-წყალი, ტრადიციები, დედაენა, სამწიგნობრო კულტურა. თურქეთელი ქართველების საკითხს განიხილავს პირდაპირ კავშირში საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობასთან, რომელიც უნდა დაეფუძნოს ორივე მხარის გეოპოლიტიკურ ინტერესს, კეთილმეზობლობასა და აკადემიური კვლევებით დადგენილ რეალობას. პროფ. ტარიელ ფუტკარაძის სტატიების, წერილებისა და ესეების წიგნში „ბევრი რამ ერთად“ წარმოჩენილი თურქეთელი ქართველები არიან სწორი ორიენტირების მატარებელი მოქალაქეები; ისინი ქმნიან საიმედო ძალას, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანსაღი ურთიერთობის განვითარებას.

Fields of Study & Subjects

Historical Turkish Studies Diaspora migration transnational identity Ottoman Empire History and Society

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026