Onomastic Materials of Shida Kartli in the Ottoman Historical Documents (The Great Defter of Tbilisi Vilayet)

Read full text
Authors: Mariam Koberidze
Cited by: 0

Abstract

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია შიდა ქართლის ონომასტიკური მასალები. კვლევა ემყარება 1728 წლის „თბილისის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ფრონის ხეობის ტოპონიმებისა და ანთროპონიმების ანალიზსს. დოკუმენტი შედგენილია აღმოსავლეთ საქართველოში მოვლენილი თურქი მოხელეების მიერ, რომლებიც მიზნად ისახავდნენ გადასახადების დაკისრების მიზნით მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის გარკვევას. დავთარში აღწერილია დვანის, ფცისა და ალის ფრონის 53 სოფელი: საღვალაშენი, არადეთი, წვერი, ბრეთი, დირბი, დვანი, ტოლეთუბანი, ავნევი, წუნარი, თურმანეული, ბეყმარი, ნული, მალდა, წურბისი, ყორნისი, ერკნეთი. ბერძენაული, ფცა, ტკოცა, ავლევი, მძვივლეთი, თამარაშენი, ცერონისი, აბისი, საციხური, ჭვირნისი, ბალითი, ქალითი, ფათქინეთი, წირეთი, ატუცი, ურმისხელი, ღარისთავი, შინდარა, სურნისი, თიღვა, ძაღინა, ხტანე, თერუგვანი, ახალშენი, ხუნდისუბანი, ოქონა, კნოლე, სომანეთი, ვაყა, სათივე, ბრილი, დომაცხო; ქინძათი, ალი, უწლევი, ულუმბა. პიროვნული სახელების ანთროპონიმული სურათი ძირითადად ორწევრიანია: 1. სახელი + მამის სახელი (დიმიტრი ძე გიორგისა); 2. სახელი + ძმა (თამაზა ძმა მისი); 3. სახელი + ძე (გიორგი ძე მისი). იშვიათად პირსახელთან ერთად გვხვდება წოდებაც (აზნაური, თავადი...). მარტივი სახელები ბოლოვდებიან ხმოვანზე ან თანხმოვანზე: გიორგი, შიო, ლაზარე, საბა, ბარამ, სიმონ, ელიოზ... თანხმოვანფუძიანი სახელები ხშირად წარმოდგენილია ფუძის ფუძის სახით: ზაალ, ბარამ, სიმონ... პირთა სახელები წარმოქმნილია მოფერებით-კნინობითობის აფიქსებით: -აი (ონია, ხოსია), -უნა (დათუნა, ბაბუნა), -უკა (მამუკა, ბერუკა), -იტა (ოსიტა, კარსიტა), -იკა (დათიკა, ხახაჯიკა), -ინა (კოგინა, ბერდინა), -ა (მახარა, ზაქარა), -ილა (გოკილა, კოკილა..), -უა (ბაჩუა, ადუა). იშვიათად გვხვდება რთული ანთროპონიმები: სულხანისი, ხახაჯიკა, ავბერდა, მამისიმედი... კნინობითობის აფიქსით ნაწარმოები სახელები უმეტესად გვხვდება ნათესაობით ბრუნვის ნიშნით და -ა, -ი მავრცობით: აკაკისა, დავითისი... დოკუმენტში ცალკეა აღწერილი სოფელ ძაღინაში ებრაული დასახლება. 170 პირსახელი წარმოდგენილია ქართული მოდელით: სამკალა, იოსებ, იაკობ, აბრამა, ისჰაკა, ავრამა, მოშია დავით, ჯახანა... სოფლების სახელწოდებებისა და ანთროპონიმების სტრუქტურული ელემენტები და მაწარმოებელი საშუალებები შეესაბამება ქართული ენის ზოგად მოდელს და გამოხატავს იმ ტენდენციებს, რომლებიც სალიტერატურო ენისა და დიალექტებისათვის არის დამახასიათებელი. ადგილის სახელწოდებად არ გვხვდება სხვა ენობრივი კოლექტივისათვის დამახასიათებელი ნორმები. ონომასტიკური მასალები გვაძლევს საინტერესო ცნობებს ებრაული და თურქული ანთროპონიმებისა და თბილისის ვილაიეთში შემავალი ქართული სოფლების მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.

Fields of Study & Subjects

Linguistics and Cultural Studies Ottoman Empire History and Society Historical Turkish Studies

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026