On Household-Novelistic Fairy Tales in Lazian

View at publisher
Authors: Tsiala Narakidze
Cited by: 0

Abstract

ლაზური ხალხური საზღაპრო ეპოსი ძალზე მდიდარი და მრავალფეროვანია. ამ უძველესმა ქართველურმა ტომმა შექმნა და შემოგვინახა ზღაპრის ყველა სახეობა. სტატია ეხება საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრების განხილვას. ნაშრომი ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც საკვლევ მასალად გამოყენებულია გაღმა ანუ თურქეთის რესპუბლიკაში შემავალ სოფელ სარფში მცხოვრები ლაზებისაგან ჩაწერილი ზღაპრები, რაც საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად გავაანალიზოთ საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ლაზური საზღაპრო ეპოსი. კერძოდ, საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრები, სადაც საუბარია საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეზე და გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები. საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრის პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან და საზოგადოების თითქმის ყველა ფენას წარმოადგენენ. ზღაპრებში საუბარია იმ ზნეობრივ თუ მანკიერ თვისებებზე, რაც იმთავითვე თან სდევს ყოველ საზოგადოებას. ლაზური ხალხური საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს, როგორიცაა: ცოლ-ქმრული ერთგულება და სიყვარული, რძალ-დედამთილის ურთიერთობა, ძმობა-მეგობრობა, კეთილ-გონივრული რჩევები, მანკიერ მხარეთა წარმოჩენა და სხვ. უმნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფი სარფელების (გაღმა სარფი) ისტორიულ მეხსიერებაში დღემდე ცოცხალია საყოველთაო-ნოველისტური ზღაპრები, რომლებშიც წარმოჩენილი სენტენციები ხალხური დიდაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებაა. ლაზურ ხალხურ საყოფაცხოვრებო-ნოველისტურ ზღაპრებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხალხური ეპოქის ეს უბანიც, ზეპირსიტყვიერ სხვა ჟანრებთან ერთად, საერთო­ქართველურია.

Fields of Study & Subjects

Folklore Mythology and Literature Studies Cultural and Sociopolitical Studies Short Stories in Global Literature

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026