Documents Reflecting the History of Georgia in the Second Half of the Sixteenth Century from the Simancas Archive (Spain)

Read full text
Authors: Otar Nikoleishvili
Cited by: 0

Abstract

საქართველოს ისტორიის შესასწავლად ქართულ წერილობით დოკუმენტებთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია უცხოურ არქივებში დაცული წერილობითი მასალებიც. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ის დოკუმენტები, რომელთაც ესპანეთის ქალაქ სიმანკას არქივში მიაკვლია ცნობილმა ესპანელმა მეცნიერმა ლუის ხილ ფერნანდესმა. მის მიერ აღმოჩენილი ეს მასალები, რომელთა დიდი ნაწილი ესპანურ ენაზეა დაწერილი, მცირე ნაწილი კი – ქართულ, ბერძნულ, ლათინურ, კასტილიურ და სომხურ ენებზე, მნიშვნელოვანი შენაძენია არა მარტო ქართული ისტორიოგრაფიისათვის, არამედ თურქეთის, სპარსეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიის შესასწავლადაც. აღნიშნული დოკუმენტები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ზემოხსენებულ ქვეყნებს შორის XV-XVII საუკუნეებში არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. საარქივო მასალების ორიგინალები და ქართულ ენაზე თარგმნილი ტექსტები ლუის ხილ ფერნანდესმა და ილია ტაბაღუამ 1993 წელს ცალკე წიგნად გამოსცეს მადრიდში. წინამდებარე ნაშრომში ხსენებულ პირველწყაროებზე დაყრდნობით გაანალიზებულია XVI საუკუნის II ნახევარში საქართველოში არსებული ვითარება იმ დროის საერთაშორისო ვითარებასთან მიმართებით. სიმანკას არქივში აღმოჩენილი დოკუმენტები ახალი მასალებით ამდიდრებს და კიდევ უფრო მასშტაბურად წარმოაჩენს იმ ურთიერთობათა პერიპეტიებს, რითაც თურქეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის პროცესში იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ქართლის მეფე სიმონ I (მეფობდა 1556-1569 და 1578-1600 წლებში) და სპარსეთის იმჟამინდელი ხელისუფალნი; აგრეთვე, წარმოდგენა გვექმნებს იმ დიდ მხარდაჭერაზე, რომელსაც თურქული აგრესიის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი სპარსულ-ქართული კოალიციის მიმართ იჩენდნენ იმხანად რომის პაპი და დასავლეთ ევროპის კათოლიკური ქვეყნები. ყოველივე ზემოთქმულის დასტურად სტატიაში დამოწმებულია სათანადო ადგილები მადრიდულ გამოცემაში დაბეჭდილი დოკუმეტებიდან.

Fields of Study & Subjects

Historical Influence and Diplomacy Soviet and Russian History Digital and Traditional Archives Management

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026