General Ilia Makarashvili's Records on the Russo-Ottoman War of 1877-1878

Read full text
Authors: Giorgi Sosiashvili, Aleksandre Mgebrishvili
Cited by: 0

Abstract

არტილერიის ბრიგადის ჩამოყალიბების ისტორია დოკუმენტურად არის დაფიქსირებული ჩანაწერებში. მისი ქრონოლოგია მოიცავს 1864-1878 წლებს. ხელნაწერი დღიურები, რომლის ავტორიც არის ილია მაქარაშვილი, დათარიღებულია 1885 წლის 23 ნოემბრით და მოიცავს 243 გვერდს. მისი შინაარსი აღნიშნულია დღიურის შესავალ ნაწილში: „მასალები 39-ე არტილერიის ბრიგადის ისტორიის შედგენისთვის“, თუმცა იგი სცდება აღნიშნულ ფარგლებს, რადგან ვრცელი ჩანაწერები არა მხოლოდ ბრიგადის ისტორიას, არამედ სხვა საკითხებსაც შეეხება. დღიურებში აღწერილია სამხედრო ოპერაციები, მათი წარმოშობის სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი. განსაკუთრებულად საინტერესოა ავტორის შეფასება რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიას შორის კონფლიქტზე სერბეთის ტერიტორიაზე. დღიურებში მოცემულია ომის მინისტრის წერილი რუსეთის იმპერატორისადმი, როგორც მოქმედების ზოგადი პროგრამა; ასევე, არტილერიის მთავარი დივიზიონის ხელმძღვანელის ბრძანება, როგორც კონკრეტული მოქმედების გეგმა და სხვა; აღწერილია არტილერიის ქვედანაყოფების განლაგების პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე (სვანეთი, ქუთაისი, ახალციხე და სხვ.); განხილულია ერზრუმის მიმართულებით სამხედრო ოპერაციისთვის მზადებაში მონაწილეობა. დღიურებში წარმოდგენილია ილია მაქარაშვილის მოსაზრებები არტილერიის ტექნიკის განახლებისა და შეკეთების საკითხებზე; მოცემულია იმპერატორის ბრძანების განმარტება; საომარი მოქმედებების წინასა და მიმდინარეობის პერიოდში განხილულია ბრიგადის ბატარეების გადაადგილება, განლაგება, სამხედრო ნაწილების დაკომპლექტების საკითხები; წარმოდგენილია ოფიცერთა სია, რომლებიც ილია მაყარაშვილთან ერთად მსახურობდნენ 1892-1902 წლებში; განხილულია ბრიგადის შიდა წესდება და დივიზიონის მართვის საკითხები; წარმოდგენილია არტილერიის შეიარაღების ანალიზი, სამხედრო-ეკონომიკური ანგარიშები, ცხრილები, ხარჯთაღრიცხვები, ბარაკების ნახაზები, რაც მოწმობს ილია მაქარაშვილის მაღალ სამხედრო-ინჟინერულ კვალიფიკაციას. ილია მაქარაშვილის ერთ-ერთ დღიურში აღწერილია მისი მეუღლის – ნინოს (დურმიშხანის ასული ჟურულის) ბაღი არბოს სოფელში (1911 წლის მარტის მდგომარეობით). გენერალ-ლეიტენანტ ილია მაქარაშვილის ჩანაწერები (ტყავის ყდით შეკრული დღიურის სახით) დაცულია საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმში. ჩანაწერები, სხვა დოკუმენტურ და ფოტომასალასთან ერთად, რომელიც ჟურულებისა და მაყარაშვილების გვარების შესახებ არსებობს და ფართოდ არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მუზეუმს გადასცა ილია მაყარაშვილის ძმის შვილიშვილმა, უკვე გარდაცვლილმა მერაბ მაყარაშვილმა, რომელსაც ილიას ქალიშვილმა, ირინა მაქარაშვილმა უანდერძა წინაპართა სასახლე (სოფელი არბო) და ქონება. ვფიქრობთ, რომ ცნობილი სამხედრო მოღვაწის ჩანაწერები, რომელიც რუსეთის იმპერიის სამსახურში იყო, შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და სამხედრო ისტორიკოსებისთვის საინტერესო წყაროს წარმოადგენს.

Fields of Study & Subjects

Military History and Strategy Historical Turkish Studies World Wars: History Literature and Impact

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026