Onomastics of Speri in Historical Sources and Georgian Historiography
Abstract
ქართულმა საისტორიო წყაროებმა მწირი ცნობები შეინახა სპერის შესახებ, შესაბამისად, ცოტაა საისტორიო ნაკვლევებიც, თუმცა ქართველი მკვლევრები – ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, ექვთიმე თაყაიშვილი, სიმონ ჯანაშია დამაჯერებლად მსჯელობენ სპერზე და საყურადღებო დაკვირვებებსაც გვთავაზობენ; უფრო მეტი დაუცავს უცხოურ წყაროებს, ისტორიკოსთა თუ გეოგრაფთა შრომებს, მოგზაურთა ჩანაწერებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სპერი ჭოროხის ქვეყნებიდან ყველაზე ადრე (1514 წელს) გადავიდა ოსმალთა მმართველობაში და ადრევე დაიწყო სპერელთა ასიმილაცია, რომ სპერელებმა დაივიწყეს წინაპართა ენა, ფოლკლორი, ტრადიციები... ნათელი გახდება სპერის კვლევისას ძველი წყაროების მნიშვნელობა. უპირველესად მნიშვნელოვანია გაირკვეს, ა. ვინ იყო სპერის აბორიგენი მოსახლეობა და ბ. რა მიწებს მოიცავდა ისტორიული სპერი. დასახელებულ პრობლემებზე პასუხი უნდა ვეძიოთ ისტორიულ წყაროებსა და ონომასტიკაში, უფრო გეოგრაფიულ სახელთა ძველ ფენაში. „ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენებია სპერი სხვადასხვა მნიშვნელობით: სპერი – ქვეყანა; სპერი – ქალაქი, აწინდელი ისპირი; სპერის მდინარე, იგივე ჭოროხი; სპერის ზღვა, იგივე შავი ზღვა, პონტოს ზღვა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, XVIII საუკუნეში სპერელები არიან „...მოჰმადიანნი სრულიად, ენითა ქართულითა და ზნითა ოსმალთათა“. პავლე ინგოროყვა სპერს ეტიმოლოგიურად უკავშირებს სატომო სახელს იბერი: სპერი / *სბერი / ჰიბერი (სპერი უცხო ენობრივ გარემოში ჩამოყალიბებულ ტერმინად მიაჩნია ს. ჯანაშიასაც). საყურადღებოა, რომ, მკვლევრის დაკვირვებით, ბასიანი (ძვ. ფასიანი) სასპერეთის ნაწილია, რომლის აბორიგენი მოსახლეობაა ფასიანნი, ფასიანელნი. ბასიანში მოსახლე ტომის სხვა სახელწოდებაა ბოლხარი (ბოლ-ხ-არ’ი), ბოლხი, ბოხაელნი. პ. ინგოროყვას დაკვირვებით, სპერი სამად იყოფა: ზემო სპერი – ჭოროხის სათავეები და ბაიბურთი; შუა სპერი – ღართი, ქვემო სპერი – ქალაქი სპერი პარხლის(?) ჩათვლით. ქართულია სპერის ძველი გეოგრაფიული სახელები: კარი (შემდგომ – ყარსი), შქვიდისი, ღართა, გაჩევანი, ხორტევანი, ზარიშტიანი (წინუბანი), ვაშლოვანი, ტირახთი, კობლათი, ორცორი (
Fields of Study & Subjects
Eurasian Exchange Networks
Linguistics and language evolution
Byzantine Studies and History
Publication details
- Journal / source
- Kartvelian Heritage
- Publication date
- 29 January 2026