The Category of Definiteness and İndefiniteness in Turkish and Georgian (Contrastive Analysis)
Abstract
განსაზღვრულობა-განუსაზღვრელობა სემანტიკურ კატეგორიათა რიცხვს განეკუთვნება. იგი ყველა ენაში თავისებურად გამოიხატება. იმ ენებში, რომელთაც არ გააჩნია განსაზღვრულობა-განუსაზღვრელობის კატეგორიის გამოხატვის სპეციალური ენობრივი საშუალებები (არტიკლები), აღნიშნული სემანტიკა გამოხატულია სხვადასხვა მორფოლოგიური და ლექსიკური საშუალებით. როგორც ცნობილია, თურქული და ქართული სხვადასხვა ენობრივ ოჯახს განეკუთვნება, მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი სტრუქტურა. თუმცა არც ერთ მათგანს არ მოეპოვება არტიკლი. ორივე ენაში განსაზღვრულობა-განუსაზღვრელობის კატეგორია გამოხატულია იმპლიციტურად. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია განსაზღვრულობა-განუსაზღვრელობის გამომხატველი ფუნქციურ-სემანტიკური საშუალებები ქართულსა და თურქულში. განხილულია ორ ენას შორის არსებული მსგავსება-განსხვავებანი. ნაშრომის მიზანია, ერთმანეთს შეუდაროს განსაზღვრულობა-განუსაზღვრელობის კატეგორია ორი განსხვავებული სტრუქტურის მქონე უარტიკლო ენაში. გამოკვეთოს, ერთი მხრივ, ის უნივერსალიები, რაც, საზოგადოდ, უარტიკლო ენებისთვისაა დამახასიათებელი და, მეორე მხრივ, აჩვენოს ის თავისებურებები, რაც ენათა განსხვავებული ბუნებითაა განპირობებული. როგორც ქართულში, ისე თურქულში განსაზღვრულობის სემანტიკას გადმოსცემს ჩვენებითი ნაცვალსახელები. გარდა ამისა, თურქულში განსაზღვრულობის ფუნქციის გადმოცემა დაკისრებული აქვს ბრალდებით ბრუნვასა და კუთვნილებით აფიქსს. სახელის განსაზღვრულობის ამგვარი ნიშნები უცხოა ქართულისთვის. განუსაზღვრელობის სემანტიკური კატეგორია ორივე ენაში გამოხატულია განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელით „ერთი, bir“. ამ უკანასკნელის განუსაზღვრელობის კატეგორიის გამოხატვის ფუნქცია ქართულთან შედარებით თურქულში გაცილებით ძლიერია. თუმცა ქართულს მოეპოვება განუსაზღვრელობის სემანტიკის გამომხატველი სხვა ნაცვალსახელებიც – „ვინმე“, „რამე“.
Fields of Study & Subjects
Syntax
Semantics
Linguistic Variation
Linguistics and Cultural Studies
Categorization
perception
and language
Publication details
- Journal / source
- Kartvelian Heritage
- Publication date
- 29 January 2026