Contemporary Studies on Georgian History in Turkey

Read full text
Authors: Roin Kavrelishvili
Cited by: 0

Abstract

თურქეთში საქართველოს ისტორიის შესახებ პირველი სამეცნიერო კვლევები მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. თავდაპირველი შრომები ძირითადად საქართველო-ოსმალეთს შორის ურთიერთობების, ქართველი ხალხის ისტორიისა და კულტურის საკითხების შესახებ აღწერითი ხასიათის ინფორმაციას შეიცავდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, თურქეთში საქართველოს ისტორიის საკითხებისადმი ინტერესი გაიზარდა. შედეგად საქართველოს ისტორიის კვლევების მიმართულებით სამეცნიერო შრომების ინტენსიური მატება გამოიკვეთა. დაიბეჭდა მონოგრაფიები, მეცნიერული და პუბლიცისტური სტატიები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თურქი ისტორიკოსების ნაშრომებში მრავლად არის გამოყენებული საქართველოს შუა, ახალ და უახლეს ისტორიასთან დაკავშირებული აქამდე უცნობი საარქივო დოკუმენტები, რაც საქართველო-თურქეთის ურთიერთობებისა და საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის ბაზის გამდიდრებას ხელს უწყობს. მართალია, ზოგიერთი ავტორის გარკვეული მოსაზრებები არ ემთხვევა ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულ ტრადიციებს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ჯანსაღ პოლემიკას და ქართველ და თურქ ისტორიკოსთა თანამშრომლობას. ქართველი ავტორების თურქეთში თურქულ ენაზე გამოქვეყნებულ არცთუ ისე მრავალრიცხოვან ნაშრომებში, საქართველოს ისტორიის საკითხებს გარდა, აქცენტი გაკეთებულია ქართულ-თურქულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა: ქართველთა ურთიერთობები ჰუნებთან, ხაზარებთან, ყივჩაღებთან, ასევე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის ქართულ-თურქულ ურთიერთობებსა და ქართულ პრესაში გაშუქებულ თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. სტატიაში მოკლედ არის მიმოხილული მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან 2025 წლამდე გამოქვეყნებული თურქი ავტორების ნაშრომების ჩვენთვის ხელმისაწვდომი ნაწილი. ასევე, ქართველი ავტორების მიერ თურქულ და ქართულ ენებზე გამოცემული წიგნები და მონოგრაფიები.

Fields of Study & Subjects

Historical Turkish Studies Ottoman Empire History and Society Post-Soviet Geopolitical Dynamics

Publication details

Journal / source
Kartvelian Heritage
Publication date
29 January 2026