ETHNOLINGUISTIC ISSUES OF GEORGIAN CULTURE: (A Culinary Journey in Ethnographic Georgia)
Abstract
თანამედროვე ცხოვრებამ გაამწვავა ეთნოკულტურული იდენტიფიკაციის პრობ¬ლემები და გაააქტიურა ინტერდისციპლინარული კვლევები, კერძოდ თაობების კულტურული მეხსიერების შესწავლა. ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეცვალა გარემო, ახალგაზრდა თაობა ცხოვ¬რობს იმდენად შეცვლილ რეალობაში, რომ წინაპრების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება გადაუდებელ ამოცანად იქცა. წარსული კულტურული გამოცდილების გააზრება გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოცემული ეთნიკური ჯგუფის თანამედროვე ცხოვრებაზე, არამედ დიდწილად განსაზღვრავს მის მომავალს. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და მისი ისტორიულ- ეთნოგრაფიული რეგიონები ხასიათდება ადგილობრივი თავისებურებებით, რომლებიც ვლინდება ცხოვრების ყველა სფეროში: ეროვნულ ტრადიციებში, რელიგიურ რიტუალებში, ხალხურ ხელნაკეთობებში, არქიტექტურაში, მიწათმოქმედებასა და სხვა, მათ შორის კულინარიულ ხელოვნებაში.სტატიაში გაანალიზებულია ქართული კულინარიული ტრადიციები („კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“, 2025) როგორც ერის კულტურული მემკვიდრეობის ერთერთი მნიშვნელოვანი სფერო, განხილულია საქართველოს ყველა ისტორიული რეგიონის ეთნოგ¬რაფიული თავისებურება და ადგილობრივი რეალიების გამოხატვა სამყაროს ენობრივ სურათში. კვლევის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს აღნიშნული რეალიების შიდა¬ენობრივი და ენათშორისი თარგმანის ეფექტური სტრატეგიების პოვნა, რაც ქართული კულტურის პოპულარიზაციის აუცილებელი პირობაა. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის მოცემული ეთნიკური ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და ცალკეული ისტორიული რეგიონების ადგილობრივი მახასიათებლების შენარჩუნებას დასამახსოვრებელი ვიზუალური სურათების თანმიმდევრული სერიის სახით, მაგრამ ეთნოგრაფიული კვლევა შეუძლებელია ლინგვისტური ანალიზისა და თარგმანის სტრატეგიების ანალიზის გარეშე, რომელსაც შეუძლია ადეკვატურად გადმოსცეს ადგილობრივი რეალობის სპეციფიკა, რადგან სწორედ ეროვნული ენა მისი ლიტერატურული ნორმებისა და ტერიტორიული დიალექტების მთელი სიმდიდრით აფიქსირებს მოცემული ეთნოსის ეროვნულ მენტალიტეტსა და უნიკალურობას.
Fields of Study & Subjects
Language and Culture
European Linguistics and Anthropology
Culinary Culture and Tourism
Publication details
- Journal / source
- Transactions of the Adjara Autonomous Republic Regional Scientific Centre of the Georgian National Academy of Sciences
- Publication date
- 4 February 2026