"ალვის ხე" "ვეფხიტყაოსნის" ორიგინალ ტექსტსა და პოემის თურქულ თარგმანში

Read full text
Authors: Nona Nikabadze, Maia Baramıdze, Lile Tandılava
Cited by: 0

Abstract

ციფრული ტექნოლოგიების მასშტაბურმა განვითარებამ, მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებაზე მოახდინა ზეგავლენა. ტრადიციულ სამეცნიერო კვლევებში ციფრული მეთოდების, ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენებამ ახალი პერსპექტივები მისცა ქართველოლოგიურ, მათ შორის რუსთველოლოგიურ კვლევებს და ხელი შეუწყო ინტერდისციპლინარული მიმართულებების განვითარებას. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გაციფრებამ და მრავალენოვანი პარალელური კორპუსის შექმნამ მკვლევრებს საშუალება მისცა თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით შეისწავლონ პოემის ორიგინალი და თარგმნილი ტექსტები, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, შედარებით-შეპირისპირებითი კვლევების დაწყებასა და განვითარებას. ჩვენი კვლევის საგანია, შოთა რუსთაველის უნიკალური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ და მისი თურქული თარგმანის კვლევა თანამედროვე ციფრული მეთოდებით. პოემის და მისი თარგმანების ანალიზი კომპლექსურ ინტერდისციპლინურ მიდგომას მოითხოვს. კვლევა აერთიანებს როგორც ტრადიციულ (რუსთველოლოგია, თარგმანთმცოდნეობა, თურქოლოგია, ლინგვისტიკა), ისე “ციფრული რევოლუციის” შედეგად შექმნილ ახალ სამეცნიერო მიმართულებებს (ციფრული ჰუმანიტარია, კორპუსლინგვისტიკა, პარალელური კორპუსები და ა.შ). თანამედროვე მეთოდების გამოყენება, როგორებიცაა ენობრივი მარკირება და ტექსტის სტრუქტურული ანალიზი, უზრუნველყოფს მეცნიერული მეთოდების ტრანსფორმაციას, რაც ახალი ცოდნის შექმნის, კვლევის ხარისხისა და მისი შედეგების სანდოობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ეს ინტეგრაცია ქმნის ახალ ჩარჩოს, რომელიც აფართოებს ტრადიციული კვლევების საზღვრებს და გვთავაზობს კვლევის ინოვაციურ მიდგომებს, რაც ხელს უწყობს კვლევის სისტემურობას. ჩვენ განვიხილავთ „ვეფხისტყაოსანში“ ფართოდ გავრცელებულ სიმბოლოს - „ალვის ხე“ და ამ კონცეპტის გადატანის საკითხს ბილალ დინდარის და ზეინებალიდინ მაქასის მიერ შესრულებულ პოემის თურქულ თარგმანში. „ვეფხიტყაოსნის“ თურქულ თარგმანში „ალვის ხე“ სხვადასხვა შესატყვისითაა გადატანილი, მთარგმნელები ცდილობენ ამ სიმბოლოს კულტურულ და სტილისტურ ადაპტაციას, რაც კორპუსლინგვისტური ანალიზის მეთოდის საშუალებით საინტერესო შედეგებს გვაძლევს. მთარგმნელი თარგმნისას ძირითადად ცდილობს საკუთარ კულტურას მოარგოს ორიგინალ ტექსტში გამოყენებული „ალვის ხე“. ხშირ შემთხვევაში პოემის თარგმანში სიტყვათა ან კონცეპტთა გამოტოვება განპირობებულია არა შესაბამისი ლექსიკური ერთეულის არქონით, არამედ ორ ენას შორის არსებული ლინგვოეთნიკური ბარიერით. კვლევის მეთოდოლოგიურ ჩარჩოს წარმოადგენს კორპუსლინგვისტური ანალიზის მეთოდი. უფრო ზუსტად კი, სიმბოლო „ალვის ხე“ გამოვიკვლიეთ პარალელური კორპუსის ანალიზის, რაოდენობრივი ანალიზის, ლინგვოკულტუროლოგიური და ალინირების მეთოდების საშუალებით. ეს მეთოდები დაგვეხმარა გამოგვეკვლია აღნიშნული სიმბოლოს სიხშირე და კონტექსტუალური ანალიზი ორ ენაში, მისი სემანტიკური მნიშვნელობა, რითაც უკავშირდება იგი პერსონაჟებსა და მოვლენებს და ა.შ.

Fields of Study & Subjects

Digital Humanities and Scholarship Translation Studies and Practices Classical Studies and Philology

Publication details

Journal / source
Zenodo (CERN European Organization for Nuclear Research)
Publication date
9 February 2026
Language
KA